|
2023-03-06 12:31:33, 669 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი არმაზ ახვლედიანს - ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერია
ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ არმაზ ახვლედიანს, რომლის თქმით, „ქართული ოცნება“ 2024 წლისთვის ემზადება, რომ მოწმენდილი ველი იყოს. ირაკლი ჩიქოვანმა დასვა კითხვა - არის თუ არა რუსული საქმე, როდესაც 2020 წლიდან სხვას არაფერს ვხედავდით, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების საბოტაჟი ხდებოდა. „ბატონი არმაზი მოგვიწოდებს და გვეუბნება, თითქოს ჩვენ 2024-ისთვის ვემზადებით, რომ მოწმენდილი ველი იყოს, ბატონო არმაზ, დამიჯერეთ, ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის. მეორე მხრივ გეტყვით იმას, რომ მაშინ, როდესაც ლეგიტიმურ არჩევნებს, რომელიც აღიარებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და როდესაც ეს ბატონები და ქალბატონები, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, რომლის კლოუნი ლიდერი დღეს აქ დახტოდა ჭინკასავით, საბოტაჟს უწევდა პარლამენტს. არის თუ არა ეს რუსული საქმე?“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)