|
2023-03-06 09:17:47, 1516 ნახვა
პოლიტიკა
არა რუსულ კანონს! - პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ
არა რუსულ კანონს! - არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები პარლამენტთან არიან შეკრებილი და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის დამაზიანებელია. საკანონმდებლო ორგანოში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. კომიტეტის სხდომას დაესწრებიან მანდატის მქონე ოპოზიციის წევრებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას კანონპროექტის განხილვის საშუალებას არ მისცემენ. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". 2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)