|
2023-03-05 14:57:23, 1551 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე სამთავრობათაშორისო შეთანხმებას ამზადებს
რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე სამთავრობათაშორისო შეთანხმებას ამზადებს,მათ შორის საუდის არაბეთთან, ქუვეითთან, ბაჰამის კუნძულებთან, მალაიზიასთან და მექსიკასთან. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ივანოვმა განაცხადა, შეთანხმებები განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. „ჩვენ ვამზადებთ სამთავრობათაშორისო შეთანხმებების პროექტს [რუსეთის] მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რიგ ქვეყნებთან, როგორიცაა ბაჰრეინი, ომანი, საუდის არაბეთი, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ჰაიტი, ზამბია, კუვეიტი, მალაიზია, მექსიკა, ტრინიდადი და ტობაგო. შეთანხმებები განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ასეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების მოლაპარაკების პროცესი არის ორმხრივი და მათი ხელმოწერის ტემპი ჩვენზეც და ჩვენს პარტნიორებზეც თანაბრად არის დამოკიდებული“, - განაცხადა დიპლომატმა. ივანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „აუცილებლად აცნობებს საზოგადოებას“ შეთანხმების მიღწევის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 11 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, პირველად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სათათბიროს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)