2023-03-04 17:30:20, 1498 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - გერმანული კონცერნი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უკრაინაში ტანკების ქარხანა ააშენოს
გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
კონცერნის ხელმძღვანელ არმინ პაპერგერი თქმით, კონცერნი მზადყოფნას გამოთქვამს უკრაინაში ქარხანა ააშენოს.
მან დასძინა, რომ ქარხნის მშენებლობა 200 მილიონი ევრო დაჯდება, რომელიც წელიწადში 400 საბრძოლო ტანკ Panther-ს გამოუშვებს.
„დასავლელი მოკავშირეები უკრაინას საკმარისი რაოდენობით შეიარაღებას აწვდიან, რომ უკრაინამ თავდაცვა შეძლოს, მაგრამ ტერიტორიების სრულად დაბრუნებისთვის აუცილებელი ტექნიკა დღეს უკრაინას არ აქვს“, - განაცხადა არმინ პაპერგერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,