|
2023-03-03 22:50:37, 1745 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებზე - ეს არის მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტის დისკრედიტაცია
“ეს არის პირველ რიგში მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტის დისკრედიტაცია და ამავდროულად, ჩემი დისკრედიტაცია,” - თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თავდაცვის უწყებისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ შავ პიარზე ისაუბრა. “ურთიერთგამომრიცხავია, რომ ერთხელ აკეთებენ გადაცემას, რომ დედაჩემი 95 წლიდან ფლობს შპს-ებს, იურიდიულ პირებს, სადაც მფლობელობაშია რუსთაველზე კომერციული ფართები და მართლაც ასეა. ჩემს ოჯახს არასდროს ჰქონია ფინანსური გაჭირვება, საბედნიეროდ. ყოველთვის გვქონდა ბიზნესები დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც. შემდეგ ამბობენ, რომ ჩემი ბინა, სადაც ახლა ვცხოვრობ 2008 წლიდან, ჩემს მეუღლეზეა გაფორმებული. ამით ხალხს აჯერებენ, თითქოს მე რაღაცას ვმალავ. არასდროს არაფერი დამიმალავს. აქ რაც არის ნიშანდობლივი, ეს ტელევიზიები და ჟურნალისტები ფინანსდებიან იმ კორუფციული და ჩვენი ხალხისგან მოპარული ფულით. მათ აქვთ სწორედ მილიონობით ფული აღებული. ეს ის თანხებია, რომელიც მიითვისეს კორუფციული სქემებით სახელმწიფოსგან,”- განაცხადა მინისტრმა. მინისტრის თქმით, მისი ორი წინამორბედი წინა ხელისუფლებიდან არიან ოლიგარქები, მულტიმილიონერები და ერთ-ერთის შემთხვევაში დამტკიცებულია სასამართლოთი, რომ მას აქვს მითვისებული წარმოუდგენელი სქემებით თანხები სახელმწიფო ბიუჯეტისგან: “ამით ფინანსდებიან ზუსტად ისინი, იღებენ მილიონობით ლარს ხელფასს და უნდათ, რომ შავი პიარი აუგორონ ჩვენს ჯარისკაცებს და თუნდაც საჯარო მოხელეებს, რომლებიც დღე და რამე ზრუნავენ რომ ჯარისკაცებს გაუუმჯობესონ პირობები.” მინისტრმა წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება. მისი განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა არსებობდა და ამ შემთხვევაშიც, სამხედრო მოსამსახურეებმა მობილური ტელეფონები ჯილდოს სახით მიიღეს: “ჩვენ უწყებასაც ჰქონდა ასეთი პრაქტიკა და წინა ხანძრების შემთხვევაშიც სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს - ნაწილი ფულადი ჯილდოთი, ნაწილი მობილური ტელეფონებით. ჩვენც ეს პრაქტიკა გავაგრძელეთ და დავაჯილდოვეთ მობილური ტელეფონებით სამხედრო მოსამსახურეები. სამი წლის განმავლობაში, ჩვენ სისტემაში არ გაცემულა არც ერთ სამოქალაქო პირზე მობილური ტელეფონი.” ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საჩუქრების შეძენა, რომელიც გადაეცემათ საახალწლოდ, თუ იცვლება ორმხრივი შეხვედრების დროს, არის წარმომადგენლობითი ხარჯები. “ორმხრივ შეხვედრებზე ყოველთვის იცვლება საჩუქრები და ესეც წარმომადგენლობითი ხარჯია, რა თქმა უნდა. ეს რომ ახლა საზოგადოებას დავანახოთ, რომ ხალხის ფულით ხდება, არის აბსურდი”, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)