|
2023-03-03 12:51:35, 770 ნახვა
პოლიტიკა
ხაჭაპურიძე - სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა უნდა გადაწყვიტონ გაასაჩივრებენ თუ არა საქმეს სტრასბურგში
ახლა თავად მიხეილ სააკაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ეს საქმე გაიგზავნება თუ არა სტრასბურგის სასამართლოში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს მეორე ვარიანტიც, რომ ექსპერტიზა თავიდან ჩატარდეს. "საქართველოში ეს დავა ამოიწურა. აპელაციის იქით ეს საქმე აღარ საჩივრდება. აწი თავად მიხეილ სააკაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ეს საქმე გაიგზავნება თუ არა სტრასბურგის სასამართლოში. თუ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, გაიგზავნება. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი - შეიძლება, რომ თავიდან ჩატარდეს ექსპერტიზა, ამაში შეზღუდული არ ვართ. ხვალვე შეიძლება დაიწყოს ეს ექსპერტიზა და თავიდან მივმართოთ საქართველოს სასამართლოებს. რამდენად ამას აზრი აქვს, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არარეალურია იმიტომ, რომ საქართველოს სასამართლოებმა, სამწუხაროდ, ამ გამოცდას ვერ გაუძლეს და ფაქტიურად მიიღეს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რა პოლიტიკურ დავალებებსაც მათ მმართველი პოლიტიკური ძალა აძლევდა",- განაცხადა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მეორე ინსტანციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ისე დატოვა, რომ პროცესებიც კი არ ჩაუტარებია. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე უარი 6 თებერვალს უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)