22:37 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 10:12:32, 889 ნახვა

პოლიტიკა
ლუკ კოფი - რა ჯანდაბა ხდება ჩემს საყვარელ საქართველოში

The Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ კოფი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

კოფი პარლამენტში ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის  განხილვისა და საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავებების სერიის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას აქვეყნებს.

"რა ჯანდაბა ხდება ჩემს საყვარელ საქართველოში?" - წერს ლუკ კოფი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ, 2 მარტს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდა. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტთანაც, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 36 ადამიანი დააკავა.

წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics