|
2023-03-03 09:20:06, 857 ნახვა
პოლიტიკა
მაკფოლი - სანქციების ახალ დოკუმენტზე ვმუშაობთ და ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოც მოხვდება
ეჭვი მაქვს, მარტში გვექნება ახალი დოკუმენტი და შევა ისეთ ქვეყნებზე სანქციები, როგორიცაა ბელარუსი და საქართველო, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციებს დააღწიოს თავი, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა. მაკფოლი, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორია, ამბობს, რომ სანქციებზე მომზადებულ დოკუმენტს ევროკავშირსაც წარუდგენენ. "რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი სანქციების ჯგუფი ხვდება ერთმანეთს რათა განვიხილოთ სანქციების გაძლიერება და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ვაკეთებთ აქცენტს არის ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან სანქციების გვერდის ავლაში. ჩვენ ვაკეთებთ კვლევას, ჩვენ არ ვართ მთავრობის წევრები, ჩვენ ვწერთ დოკუმენტებს, წარვუდგენთ უკრაინის ხელისუფლებას ევროკავშირს, კანადას, დიდ ბრიტანეთს. ჩვენ გვაქვს ახალი დოკუმენტი რომელზეც ვმუშაობთ და ვაკვირდებით იმ ქვეყნებს, ინდივიდუალურ კომპანიებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს თავი დააღწიონ სანქციებს - მესამე ქვეყნებს. მე ეჭვი მაქვს, რომ მარტში ჩვენ გვექნება ახალი დოკუმენტი და ჩემი პროგნოზია რომ ერთ-ერთი პუნქტი შევა ამ დოკუმენტში ისეთ ქვეყნებზე როგორიცაა ბელარუსი და საქართველო, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციებს დააღწიოს თავი.“ - განაცხადა მაკფოლმა.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)