11:17 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 23:54:33, 872 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა

ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა, არამარტო მატყუარა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით,  კანონპროექტის მეორე ვერსია ამერიკული კანონის იდენტურია და მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ აშშ-ის ნაცვლად საქართველო წერია. 

"ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა, არამარტო მატყუარა. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ: საქართველოში ხომ ჩამოჰყავთ ამერიკული მანქანები. ჩამოიყვანე "ფორდი" ან "კრაისლერი" და გიმტკიცებენ, რომ ეს არის "მოსკვიჩი" ან "ჟიგული" - ამ დონის ცრუპენტელობასთან გვაქვს საქმე. ეს ხომ ტყუილიც არ არის. რა შეიძლება ამას დაარქვა? არის ორი კანონი. ერთი არის ამერიკული კანონის ზუსტი ასლი და დღეს ამაზეც ამტკიცებდნენ, რომ რუსულიაო. ერთადერთი, რაც ჩანაცვლებულია, ისაა, რომ აშშ-ის ნაცვლად საქართველო წერია", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდა. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტთანაც, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". 

წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics