|
2023-03-02 14:38:52, 1523 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს, მაგრამ ეს არ მოხდება
რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს, მაგრამ ეს არ მოხდება,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა. შოლცის თქმით, რაც უფრო მალე გააცნობიერებს პუტინი, რომ მისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევა შეუძლებელია, მით უფრო მეტი შანსი იქნება ამ ომის დასასრულებლად. „რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს, მაგრამ ეს არ მოხდება. მათ შორის იმის გამოც, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. რაც უფრო მალე გააცნობიერებს პუტინი, რომ მისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევა შეუძლებელია და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ მოითმენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას, მით უფრო მეტი შანსი იქნება ამ ომის დასასრულებლად. საერთოდ მზადაა კი რუსეთი მოლაპარაკებისა და სამართლიანი მშვიდობისთვის? ამ მომენტში ამაზე არაფერი მიუთითებს“,- განაცხადა შოლცმა. გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას შოლცმა ჩინეთს მოუწოდა, რომ ზეგავლენა მოახდინოს მოსკოვზე, რათა რუსეთმა უკრაინიდან ჯარი გაიყვანოს. „ჩემი გზავნილი პეკინისადმი მკაფიოა - გამოიყენეთ თქვენი გავლენა მოსკოვში, რათა უბიძგოთ რუსეთს სამხედრო ძალების გაყვანისკენ და არ მიაწოდოთ აგრესორს შეიარაღება“,- დასძინა შოლცმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)