12:06 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 23:58:36, 645 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - როდესაც ოპოზიციას შეკითხვებზე პასუხი არ გააჩნია, გაჰკივიან - რუსეთს

კომპლექსური საკითხია, რას გამოიძიებს და რას მოგვცემს ეს კომისია, მაგრამ მე პირადად დიდი სიამოვნებით დავსვამდი რამდენიმე კითხვას, რაც მემაწუხებს, როგორც მოქალაქეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "იმედში" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს შეკითხვები, რომელიც პასუხს საჭიროებს, მაგრამ, როდესაც ოპოზიციას კითხვებზე პასუხი არ გააჩნია, მმართველი პარტიის მიერ წარმოთქმულ თითოეულ აზრს რუსეთთან აკავშირებს.

"კომპლექსური საკითხია, რთულია, არ არის მარტივი ამბავი, ეს კომისია რას მოგვცემს, რას არ მოგვცემს, რა შედეგები იქნება, რას გამოიძიებს ქვეყანა და ვთქვათ, საპარლამენტო კომისია, მაგრამ მე პირადად დიდი სიამოვნებით დავსვამდი რამდენიმე კითხვას, რაც მაწუხებს, როგორც მოქალაქეს.

შეიძლება, მე და ბატონ ფრიდონს ცოტა სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს ეს კითხვები... ამის გამოც გვადანაშაულეს და საყვედურებიც იყო ჩვენი მისამართით, რომ იცით რა, ოცნება ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს.

რაც გასაბედია, ყველაფერს ვბედავთ, რა, მე მგონია, რომ აქ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, ბოლო დროს განსაკუთრებით, მაგრამ არის რაღაც საკითხები, სადაც შეიძლება, მორიდება ჯობდეს ამ საკითხებზე საუბარს, მაგრამ არსებობს ისეთი კითხვები, რაზეც დღესაც, ამ ეთერში დავსვამ შეკითხვას და პასუხად გარანტირებულად გეუბნებით, ხვალ დილიდან ისევ მივიღებთ, რომ აი, რუსეთი... პასუხი როცა არ აქვთ, გაჰკივიან - რუსეთი", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics