05:39 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 12:28:53, 352 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას უჭერს მხარს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტს საკუთარ კანდიდატურას  არ წარუდგენს, თუმცა პოლიტიკურ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით,  ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომელიც ოფიციალურად განსაზღვრულია, „საქართველოს პატიორტთა ალიანსი“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტის წევრის,  შალვა შავგულიძის, კანდიდატურას უჭერს მხარს.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მიმდინარე წლის 9 თებერვალს საზოგადოების მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისადმი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურების წარდგენის ვადა იწურება.

თავის დროზე მედიაკავშირი „ობიექტივის“ ეთერიდან საჯაროდ გაჟღერდა ხელისუფლებისადმი წინადადება, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატურები შერჩეული ყოფილიყო კონკრეტული კრიტერიუმებით, რაც ხელისუფლებამ გაითვალისწინა კიდევაც. კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებიაა: 1. გადაწყვეტილების მიღების უნარი; 2. ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 3. მენეჯერული უნარ-ჩვევები; 4. მიუკერძოებლობა; 5. მორალური ღირებულებები; 6. პიროვნული თვისებები; 7. პროფესიული გამოცდილება; 8. სამოსამართლეო ტემპერამენტი/საკუთარი ემოციების მართვის უნარი; 9. საქმეთა განხილვის სტატისტიკური მაჩვენებლები; 10. სხდომის ეფექტური მართვის უნარი.
პოლიტიკურმა პარტიამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უშუალოდ პარტიის ინიციატივით არ მომხდარიყო კანდიდატურის წარდგენა. თუმცა, პარტიის პოლიტსაბჭომ მიზანშეწონილად ჩათვალა, მონაწილეობა მიიღოს თვით პოლიტიკურ პროცესში და კიდევ ერთხელ განიხილა ის კანდიდატურები, რომლებიც უკვე დაასახელეს სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომელიც ოფიციალურად განსაზღვრულია, „საქართველოს პატიორტთა ალიანსი“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი შალვა შავგულიძის კანდიდატურას; მიგვაჩნია, რომ ბატონი შალვა შავგულიძე არა მარტო მაღალი კლასის პროფესიონალია, არამედ ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წევრია, რომელსაც არასდროს დაუხუჭავს თვალი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესებში, ( აფხაზეთის ომში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დეტალების გახმაურებასა და ადვოკატირებაში) და რომელიც ყოველთვის იმსახურებდა საზოგადოების ნდობას“,-ნათქვამია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics