|
2023-03-01 11:52:16, 1688 ნახვა
სამხედრო
გრიგოლ გიორგაძე - წვევამდელები ნატო-ს სტანდარტებით საბრძოლო მომზადებას მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პირველი არხის ეთერში, თავდაცვის კოდექსის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას ყურადღება წვევამდელთა სამხედრო სამსახურის გავლის წესზე გაამახვილა. გრიგოლ გიორგაძემ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების მიზნით, დეტალურად განმარტა ძირეული ცვლილებები და სიახლეები, რომელიც კოდექსის ფარგლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირებას უკავშირდება, შესაბამისია საერთაშორისო სტანდარტებთან და რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის უწყებაში იქნება შესაძლებელი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული სისტემა სამართლიანად არის კრიტიკის ქვეშ. „ეს სისტემა იყო შესაცვლელი და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გადავდივართ საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც გულისხმობს, რომ წვევამდელები ნატოს სტანდარტებით საბრძოლო მომზადებას მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. დღეს დადგენილი 12-თვიანი ვადა მცირდება, გვექნება სხვადასხვა, ახალგაზრდებისთვის უფრო მორგებული ოპციები, რაც გულისხმობს მათი შეხედულებისამებრ, 6, 8, 11- თვიან სამსახურს. 6-თვიანი სამსახური საბრძოლო დანაყოფებში მსახურს და ინტენსიურ წვრთნას მოიცავს; 8-თვიანი სამსახური როგორც დაცვის, ასევე უზრუნველყოფის სამსახურს გულისხმობს; 11-თვიანი სამსახური ახალგაზრდების უმცროსი სამეთაურო პოზიციებისთვის მომზადებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, წვევამდელთა სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები სამხედრო სამსახურს თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დაცვის თვალსაზრით უფრო მნიშვნელოვან გარანტიებს უზრუნველყოფს. გრიგოლ გიორგაძემ ყოველწლიურად გასაწვევ პირთა საჭირო რაოდენობასა და იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რაც რაოდენობის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს: „ყოველწლიურად დგინდება გასაწვევ პირთა ოდენობა მთავრობის აქტით და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები იმის მიხედვით, თუ როგორ არის შესავსები სხვადასხვა ქვედანაყოფი, ახდენს კონკრეტული ციფრის გამოყვანას. პირობითად ვამბობთ, რომ ყოველ წელიწადს 5000-7000 ახალგაზრდის გაწვრთნას შევძლებთ. ეს დაკავშირებულია შესაბამის რესურსთანაც; გაწვრთნას სჭირდება შესაბამისი ინსტრუქტორები, ოფიცრები, სერჟანტები და ბუნებრივია, ეს ციფრი სწორედ რეალობიდან გამოდის“.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)