|
2023-02-28 22:06:30, 1828 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ჩვენ ჯერ არ დაგვიფიქსირებია საბოლოო მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე, ეს საკითხი დიდი მსჯელობას მოითხოვს
ჩვენ ჯერ არ დაგვიფიქსირებია საბოლოო მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე, ეს საკმაოდ დელიკატური, რთული, კომპლექსური საკითხია, ამას დიდი მსჯელობა უნდა და ასე მარტივად ამ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მან ჩამოთვალა კითხვები, რაც აქვს და რაზეც საუბარი იყო განსაკუთრებით ჰააგაში საქმის მოგების შემდეგ. „მე ჩამოვთვალე ის კითხვები, რაც მაქვს და რაც მთავარია, რაზეც ვსაუბრობდით განსაკუთრებით ჰააგაში ჩვენს მიერ საქმის მოგების შემდეგ. ეს [კომისიის შექმნა] დელიკატური, კომპლექსური, რთული საკითხია, ამაზე დათანხმება ასე მარტივად შეუძლებელია. რა თქმა უნდა ეს დისკუსიას, კამათსაც შეიცავს, კითხვები რა თქმა უნდა არის, საშინელებები ქრონოლოგიის სახით აჩვენეს მთელ მსოფლიოს, შემდეგ ხელი მოუწერეს თავად და რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, ამაზე პასუხები გასაცემია, მაგრამ ამას კომისია გასცემს პასუხს, საზოგადოება, თუ შევიკავებთ კომისიაში მონაწილეობისგან თუ კომისიის შექმნისგან თავს, ეს მეორე საკითხია და აბსოლუტურად არარელევანტური. მათ ამ შემთხვევაში ანაღვლებთ ის, რომ ამ ღალატს საზოგადოება სცემს პასუხს, ამ ღალატს არასდროს გავუტარებთ და რამდენჯერაც რუსულ სიტყვას ახსენებენ, მათ ეს [რეზოლუცია] გაახსენდეთ აუცილებლად და ყოველ მიზეზს გარეშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)