12:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 22:05:03, 644 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - ცდილობენ, საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე, ეს არის მათი სამარცხვინო ილუსტრაცია

ცდილობენ, საზოგადოების ნაწილი და საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე, ეს არის მათი სამარცხვინო ილუსტრაცია, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმდჯომარე, გიგა ბოკერია მამუკა მდინარაძის მიერ ფრიდონ ინჯიას მიერ გახმაურებულ ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აღარავის უჩნდება კითხვები თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, ყველა ნათლად დარწმუნდა რუსეთის ბრალეულობაში, თუმცა ქართული ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს გამოასწოროს ეს "შეცდომა" და დაუდასტუროს საზოგადოების ნაწილს, რომ ძველი მთავრობა, რადგან ის ქართველ ხალხს წარმოადგენდა, არის დამნაშავე ომში.

“ახლა უკრაინის წინააღმდეგ ამ ბოლო აგრესის შემდეგ დასავლეთშიც და ჩვენი ქვეყნის შიგნითაც კი, თუ ვინმეს ჰქონდა რუსული პროპაგანდის გამო არეული სურათი თავში,  რომ  ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, ეს კითხვა მოიხსნა  ფაქტობრივად,

თუმცა ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილის რეჟიმმა როგორც ჩანს  უნდა გამოასწორონ ეს ბრჭყალებში შეცდომა, უნდა დაუდასტურონ ჩვენი  საზოგადოების ნაწილს, ვისაც სჯერა მათი და  საერთაშორისო საზოგადოება,  რომ ძველი მთავრობა, ანუ საქართველო, რადგან ის ქართველ ხალხს წარმოადგენდა, არის დამნაშავე ამ ომში

ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, და სწორედ მათ შორისაა ომის შიშის დანერგვის საკითხიც”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics