|
2023-02-28 19:40:30, 1182 ნახვა
კომენტარი
რატი ბრეგაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებაზე - იმედი გამოვთქვი, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაინც მოერიდებოდნენ და არ დააბრალებდნენ იმას, რაზეც მათ საერთოდ არ უსაუბრიათ
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ელჩებმა შეხვედრაზე სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანა მოითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება: „მედიის მხრიდან იყო საუბარი იმის შესახებ, თითქოსდა ევროკავშირის წარმომადგენლებისგან იყო დაყენებული მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანის შესახებ. შემდეგ თითქოსდა გაისმა ისეთი ლოზუნგი, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიყვანოთ საზღვარგარეთ და მე ამის შესახებ საკმაოდ კორექტული ფორმით ვახსენე, რომ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელებული 3 ინფორმაცია იყო სიმართლესთან შეუსაბამო, გამოვხატე პატივისცემა მედიის თავისუფლების მიმართ, თუმცა, აღვნიშნე ისიც, რომ, რა თქმა უნდა, საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული. მე შეგნებულად არ გამოვიყენე გუშინ სიტყვა „ტყუილი" და ვიმედოვნე, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაინც მოერიდებოდნენ, კერძოდ, იმას არ დააბრალებდნენ, რაზეც მათ საერთოდ არ უსაუბრიათ". რატი ბრეგაძის თქმით, თავად ელჩებიც განმარტავენ, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა დეზინფორმაციას. „მოგვიანებით, ასევე, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია უკვე თითქმის მტკიცებითი ფორმით, რომ თითქოსდა შეხვედრაზე ელჩებმა მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანა, რაც, ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს, და მე დღესაც გავაკეთე ამის შესახებ განცხადება, მათ შორის, ერთ-ერთ არხთან საუბარში და აღვნიშნე, რომ მანამდე აღარ გავაკეთებ მათთან კომენტარს, სანამ არ იტყვიან, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, მინიმუმ. ალბათ, ეს უნდა თქვან, როდესაც მეორე მხარეც ამბობს, რომ ამ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა და ეს იყო დეზინფორმაცია; ან თუ მათ ეს ინფორმაცია შემთხვევით გაავრცელეს, ამ შემთხვევაში არც ამაზე საუბარია პრობლემა. მთავარი სტანდარტი ჩემთვის ყოველთვის არის ის, რომ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო; საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული მაქსიმალურად როგორც კონკრეტულად მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, ისე ნებისმიერი სხვა საკითხის გარშემო, რაც წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს. იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე ღია უწყება და ამაზე მეტყველებს სტატისტიკა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)