12:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 16:38:35, 3050 ნახვა

პოლიტიკა
კულება - საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს

საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე უკრაინის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მწვავეა.

ამასთან, მინისტრმა პირობა დადო, რომ აუცილებლად დაიცავს მის უფლებებს, ისივე როგორც იმ სხვა ადამიანების უფლებებს, რომლებსაც უკრაინის პასპორტები აქვთ.

"საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ, მაგრამ, ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე და მე ვიბრძოლებ მისთვის",- განაცხადა კულებამ. 

გარდა ამისა, კულებამ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, პროცესი უკვე ფინალურ ეტაპზეა, თუმცა როდის ჩავა დიპლომატი უშუალოდ საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია.

"ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. ჩვენ თითიც არ გაგვინძრევია, რომ ურთიერთობები გაგვეფუჭებინა საქართველოსთან. პირიქით, ჩვენ ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ მათთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის",- დასძინა კულებამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics