|
2023-02-28 13:58:55, 849 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - გგონიათ, რომ დასავლეთს საჯაროდ აგინებენ, აბრალებენ, რომ ომში ჩვენი ჩართვა უნდა და სამხედროებს სხვა რამეს ეუბნებიან?
გგონიათ, რომ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება საჯაროდ აგინებს დასავლეთს, აბრალებს, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა და ჯარში სამხედროებს სხვა რამეს ეუბნება? - ამ შეკითხვით "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს მიმართავს. ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ინტერესდება, რატომ უჭერს მხარს ოპოზიცია "პრორუსი ან პირდაპირ რუსი ხელისუფლების მიერ" ჯარში ახალგაზრდების წაყვანას. "ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური გარდა იმისა, რომ ამორალური და ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით არაეფექტურია, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მასების ცნობიერებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო და აპრობირებულ ინსტრუმენტს. ახალგაზრდების, თაობების მასიურად ტვინების წმენდა თუ გინდა, მისწრებაა. ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა და იყენებს. ჰოდა, როცა ამბობთ (სამართლიანად) რომ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გამტარებელია ან პირდაპირ რუსეთის დასმულია და ყველგან და ყველაფერში იმას აკეთებს, რაც რუსეთს ესიამოვნება ან არ გააღიზიანებს, ეგ ჯარზე არ ვრცელდება? გგონიათ, რომ საჯაროდ აგინებენ დასავლეთს, აბრალებენ რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა და ჯარში სამხედროებს სხვა რამეს ეუბნებიან? კონტაქტები არ გაქვთ და არ იცით რას ეუბნებიან? იმ შემთხვევაშიც კი, თუ გულწრფელად გჯერათ რომ ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის, რატომ უნდა უჭერდე მხარს პრორუსი ან პირდაპირ რუსი ხელისუფლების მიერ ჯარში ახალგაზრდების წასხმას? ამას აკეთებს ბიძინა ახლა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით და ამ მავნებლობის მხადაჭერით, პირდაპირ ეხმარებით მას და შესაბამისად, რუსეთს. ჰოდა, რანაირად უთავსებთ ერთმანეთს ამ ყველაფერს? ასე რთულია ამის გააზრება?" - მიმართავს ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციას.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)