|
2023-02-24 17:59:54, 718 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
თამარ ტალიაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. თამარ ტალიაშვილმა ასევე გამოხატა საქართველოს ევროპის საბჭოს ღირებულებებისადმი ერთგულება და მისწრაფება მშვიდობისკენ, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას, საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა კაცობრიობისა და ცივილიზაციისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს დეოკუპაციის პროცესში. მინისტრთა კომიტეტის სხდომას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი სორდის კოლბრუნგილვადოთირი თავმჯდომარეობდა. ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო თავდასხმა და მაშინ საერთაშორისო საზოგადოების არასათანადო რეაგირება, რაც რუსეთის აგრესიის შემდგომი გაგრძელების წინაპირობა გახდა. სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტის საგანგებო სხდომა მიეძღვნა უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავს. მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საგანგებო გადაწყვეტილება უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით. საქართველო ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიუერთდა.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)