|
2023-02-24 16:59:39, 907 ნახვა
პოლიტიკა
კასიანოვი „ოცნებაზე“ - ყველაზე გაუგებარია კიევში ჩასვლაზე მოწვევის მიღების ფაქტის დამალვის მცდელობა
უკრაინული მხარისთვის ყველაზე გაუგებარია კიევში ჩასვლაზე მოწვევის მიღების ფაქტის დამალვის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა "ქართულ ოცნების" რადაში მიწვევის შესახებ განაცხადა. როგორც კასიანოვმა რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე აღნიშნა, უკრაინა, ომში ჩაბმის მცდელობასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ნებისმიერ ბრალდებას უარყოფს. "ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ არა იმდენად იმ ფაქტით, რომ "ქართულმა ოცნებამ" კიევში ჩასვლაზე უარი განაცხადა, არამედ "ქართული ოცნების" ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებით, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში უკრაინის რადას მიწვევის უგულებელყოფას უკავშირდება. უკრაინული მხარისთვის ყველაზე გაუგებარია ასეთი მოწვევის მიღების ფაქტის დამალვის მცდელობა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტში და უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფში არა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან წარმოდგენილი, ამის მიუხედავად, ამჟამად უკრაინაში იმყოფება რამდენიმე ქართული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, მათ შორის პარლამენტის წევრები მეგობრობის ჯგუფიდან... ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ გარკვეული პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოთქმულ ნებისმიერ ბრალდებებს საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩაბმის მცდელობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა. შეგახსენებთ, საპარლამენტო დელეგაციამ, უკრაინის რადას ოფიციალურ მიწვევაზე, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინას სწვეოდა, უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდიდან აღნიშნულ საკითხზე განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფაქტი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაასაჯაროვა.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)