|
2023-02-23 00:07:57, 844 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე კეზერაშვილზე - წინა კამპანიებმა არ გაჭრა, ახლა უნდათ ახალი კამპანიის დაწყება, მიზანი არის ხელისუფლების დისკრედიტაცია
ირაკლი კობახიძე კეზერაშვილზე - წინა კამპანიებმა და გადახდილმა ფულმა არ გაჭრა, ახლა უნდათ ახალი კამპანიის დაწყება, მიზანი არის ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასაც ნიშნავს კეზერაშვილს აქვს თავისი ცოდვები, ამ ცოდვების მძევალია და იძულებულია, დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მასზე დევნა აქვს გამოცხადებული კონკრეტული უმძიმესი დანანაშაულებისთვის. მათ აქვთ ანტისახელმწიფებრივი მიზნები, სხვანაირად ბუნებრივია, კეზერაშვილი ვერ იმოქმედებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა. ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ქრონიკის“ ექსკლუზიურ ფოტოს, რომელიც ასახავს ლონდონში დავით კეზერაშვილის მონაწილეობით გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებების პროცესს. მისი თქმთ, წინა კამპანიებმა და გადახდილმა ფულმა არ გაჭრა, ახლა უნდათ ახალი კამპანიის დაწყება, მიზანი არის ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასაც ნიშნავს. ”ჩვენ რაც ვიცით, კონტრაქტის გაფორმებისას საუბარი იყო იმაზე, რომ წინა კამპანიებმა, წინა გადახდილმა ფულმა არ გაჭრა და ახლა უნდათ ახალი კამპანიის დაწყება. მიზანი, რაზეც იქ იყო საუბარი, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასაც ნიშნავს. მათ აქვთ ანტისახელმწიფებრივი მიზნები, სხვანაირად ბუნებრივია, კეზერაშვილი ვერ იმოქმედებს. მას აქვს თავისი ცოდვები, არის ამ ცოდვების მძევალი და იძულებულია, დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მასზე დევნა აქვს გამოცხადებული კონკრეტული უმძიმესი დანანაშაულებისთვის. საუბარია ასეულობით მილიონის მოპარვაზე, ჯარის გაძარცვაზე, კორუფციაზე, ბიზნესის რეკეტზე. ასეთი დანაშაულები აქვს ჩადენილი და იძულებულია, დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელიც მას დევნის კონკრეტული დანაშაულებისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთი კონტრაქტი ბუნებრივია, არ გვიკვირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)