|
2023-02-22 15:41:47, 814 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - გვაქვს ეჭვი, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხები მოძრაობს, ვიდრე ჩემს სამინისტროში
ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხები შეიძლება მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. წულუკიანის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივი პროცესების მართვაში, რის გამოც, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს. "ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხები შეიძლება მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა. აქედან გამომდინარე და იქიდან გამომდინარეც, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მილიონობით ლარს მართავენ და პლუს მონაწილეობენ ძალიან აქტიურად საზოგადოებრივი პროცესების მართვაში, რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე",- განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი კრიტიკულად შეაფასეს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მეორეს მხრივ, მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტში დაინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მეორე, ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც "ამერიკული კანონის ანალოგი იქნება".
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)