|
2023-02-22 14:38:50, 1616 ნახვა
რეგიონი
კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჯერად ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „დინ გრუპს“ შორის გაფორმდა, რომელიც კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია/მოასფალტებას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, სამუშაოები 1 500 გრძივ მეტრზე განხორციელდება. პროექტის ღირებულება 840 008 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება. „2021 წელს წერეთლის ქუჩა ნაწილობრივ მოასფალტდა რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციები მოსაწესრიგებელი იყო. 2022 წელს კომუნიკაციების სრულად მოწესრიგების შემდეგ შესაძლებელი გახდა ქუჩის სრული რეაბილიტაციის დაწყება. ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს მოსახლეობისა და ტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილება-ს“ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)