|
2023-02-22 09:30:17, 861 ნახვა
მსოფლიო
CNN - რუსეთმა ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის დროს ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
რუსეთის ფედერაციამ, იმ დროს როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში იმყოფებოდა, კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, რაკეტის გაშვების შესახებ რუსეთმა აშშ-ს წინასწარ, დეკონფლიქტური ხაზებით შეატყობინა. მეორე ოფიციალური პირი განმარტავს, რომ ტესტი არ წარმოადგენს საფრთხეს შეერთებულ შტატებისთვის და რომ აშშ ტესტს ანომალიად ან ესკალაციად არ განიხილავს. როგორც ოფიციალურმა პირებმა CNN-ს უთხრეს, SARMAT-ის რაკეტის გამოცდა, რომელსაც დასავლეთში სატანა II-საც უწოდებენ, წარუმატებელი აღმოჩნდა. მათი აზრით, ბალისტიკური რაკეტის გაშვება წარმატებული რომ ყოფილიყო, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ამაზე აქცენტს გააკეთებდა, თუმცა მას 1 საათისა და 45 წუთის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე ერთი სიტყვა არ უთქვამს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)