|
2023-02-21 21:16:50, 886 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - რუსეთმა იცის, რომ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ნატოს ბლოკზე თავდასხმაას ნიშნავს
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ერთ-ერთ ქვეყანას, ეს განიხილება როგორც თავდასხმა ნატოს მთელ ბლოკზე. პრეზიდენტის თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ ცივილიზებული სამყარო დანებდებოდა თუმცა იგი შეცდა. "პუტინს სურდა უკრაინის ფინიზაცია, მაგრამ სამაგიეროდ მიიღო ფინეთისა და შვედეთის ნატოიზაცია. მას ეგონა, რომ შეეძლო ნატოს გაყოფა, მაგრამ სამაგიეროდ ნატო ისეთივე ერთიანია, როგორც არასდროს. მალე ნატოს 75 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. შეერთებული შტატები ყოველთვის მკაცრად შეასრულებს ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთმა იცის, რომ თუკი ის თავს დაესხმება თუნდაც ერთ ქვეყანას, ეს განიხილება როგორც თავდასხმა ნატოს მთელ ბლოკზე. ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს." - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა ვარშავაში გამოსვლა დაასრულა. Coldplay-ის მუსიკაზე მან დაიწყო კომუნიკაცია ადამიანებთან, რომლებიც შეიკრიბნენ მისი გამოსვლის მოსასმენად. ბაიდენმა ისაუბრა ვარშავაში იმავე დღეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა ფედერალურ ასამბლეაზე. თავის გამოსვლაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არაერთხელ ახსენა პუტინი. ბაიდენმა, პუტინისგან განსხვავებით, ნახევარ საათზე ნაკლები ისაუბრა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)