15:41 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 19:56:44, 722 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - აგენტების შესახებ ამერიკულ ვარიანტს ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება

ამერიკულ ვარიანტს ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი მამუკა მდინარაძე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას.

მისივე თქმით, ამერიკული კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით ვერ მიიღება, ვინაიდან მოცემული კანონპროექტი მკაცრი, ხისტი და შეუთავსებელია ადამაინის უფლებებთან.

 "წინასწარ, ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. ამის გამო მართლაც იყო შეხვედრა და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე პოზიცია თავისი, რომ სურდათ, ამერიკული კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა იმიტომ, რომ მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამაინის უფლებებთან, პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბებისა და მორიდების გარეშე და ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მე მგონია, რომ მართლაც დააზიანებს ენჯეო სექტორის ინტერესებს და ზოგად საზოგადოებრივ ინტერესებს.
ამიტომ ჩვენ მაშინ მათ ვთხოვეთ, რომ აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ, თუ უნდოდათ რაღაც მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ, კი ბატონო, მათ ეს გააკეთეს და ამის მიუხედავადაც კი რამხელა ამბავი ატყდა, სიტყვა აგენტს მოჰკრეს ყური და რამხელა ლუსტრაცია მოხდა გარკვეული ჯგუფების, თქვენ ხედავთ ამ ყველაფერს.
როგორც რუსულ, ასევე ამერიკულ ვარიანტში არის მთელი რიგი უმკაცრესი, უხისტესი შეზღუდვები, რაც მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა მუშაობდეს და არ იმუშავებს", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს “აგენტების კანონზე”, ახალი, ალტერნატიული კანონპროექტის დარეგისტრირება დააანონსა, რომელიც ამერიკული კანონის ანალოგი იქნება.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics