15:41 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 12:48:15, 782 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ამერიკული კანონი სრული კატასტროფაა, ასეთის მიღებას საქართველოს პარლამენტში ვერ ვიკადრებდით

ამერიკული კანონი სრული კატასტროფაა, ასეთის მიღებას საქართველოს პარლამენტში ვერ ვიკადრებდით,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  

კობახიძის თქმით, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონი "გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს" ითვალისწინებს. 

"გზაში ვკითხულობდი ზუსტად ახლა კიდევ ერთხელ ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, რომ არის სრული კატასტროფა, ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს, რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის მსგავსი. პირდაპირ შეგიძლია მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს. როგორც ჩანს რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი. რეალურად რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, რომელიც ინიცირებულია ხალხის ძალის მიერ, ის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან და ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს. არის ძალიან მარტივი, ლაკონიური კანონი. ერთადერთი რასაც ითვალისწინებს, არის ის, რომ სუბიექტებს, რომლებიც იღებენ 20%-ზე მეტ უცხოურ დაფინანსებას წარადგენენ წლიურ დეკლარაციებს",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". 

ამასთან, როგორც გუშინ მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა "ქართული ოცნება" „უცხოური აგენტების შესახებ“ შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics