|
2023-02-21 12:47:09, 797 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერიასთან ენმ-ის ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს
თბილისის მერიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი პარტიის ლიდერები, აქტივისტები და მხარდამჭერები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას პროევროპული კურსის შენარჩუნებაც წარმოადგენს. "მერი არის ეჭვმიტანილი ძალიან ბევრ კორუფციულ, დანაშაულებრივ სქემაში და გარდა ამისა, ის არის რუსული გავლენის აგენტად ქცეული, როგორც "ქართული ოცნების" ყველა ხელმძღვანელი პირი. "კახა რუსი" გამოდის და ამბობს, რომ ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ რუსეთში. ყველა ასეთ ადამიანთან მივალთ და მოვთხოვთ პასუხს. მალე დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი", - უთხრა აქციაზე მყოფმა ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა "მთავარ არხს". შეგახსენებთ, რომ აქციების ქრონოლოგია, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით უკვე გაიმართა, ასეთია: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 20 თებერვალს თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, 13 თებერვალს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, 11 თებერვალს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში, 9 თებერვალს კი, ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ. უფრო ადრე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)