|
2023-02-21 12:14:35, 850 ნახვა
პოლიტიკა
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ“ პრეზიდენტს შეხვედრის თხოვნით ოფიციალურად მიმართა
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მოძრაობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაბამისი მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე წარადგინეს და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა შედგება, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით მოძრაობის არგუმენტები კი, მოსმენილი და გაზიარებული იქნება. "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა პრეზიდენტსთვის შეხვედრის თხოვნით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნის ევროპულ არჩევანს სჭირდება ის, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული უკანონო პატიმარი და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შეხვედრაზე უარს არ გვეტყვის. გვაქვს არგუმენტები, რამდენად აზარალებს ნიკა გვარამიას პატიმრობა ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობასა და მის პერსპექტივას. ამიტომ, გვაქვს იმედი, რომ ამ შეხვედრაზე ჩვენი არგუმენტები იქნება მოსმნილი, შეხვედრა შედგება და არგუმენტები იქნება მოსმენილი და გაზიარებული. დღეს, ჩვენ ვიმყოფებით პრეზიდენტის სასახლეში, ჩავაბარეთ მიმართვა და დაველოდებით პრეზიდენტის პოზიციას", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ცნობისთვის, "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" გასულ კვირას დაფუძნდა. მოძრაობა ტელეგადაცემიდან - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლების ნაწილმა დააფუძნა. მათი მთავარი მიზანი გვარამიას საპატიმროდან დროული გათავისუფლებაა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)