17:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 23:03:21, 727 ნახვა

მსოფლიო
ჰოლანდიის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი აგროვებდა მონაცემებს ჩრდილოეთ ზღვაში დივერსიისთვის- Reuters

ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთი ცდილობდა მოეპოვებინა სადაზერვო ინფორმაცია დივერსიისთვის, რომელიც გავლენას მოახდენდა ჰოლანდიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჩრდილოეთ ზღვაში. ამის შესახებ Reuters-ი ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც ამტკიცებს, რომ მსგავსი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა.

დაზვერვის უფროსის, გენერალ იან სვილენსის თქმით, ოფშორული ქარის ელექტროსადგურის მახლობლად რუსული გემი დააფიქსირეს, რომელიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რუკას ასახავს. ის ჩრდილოეთ ზღვიდან სანაპირო დაცვის ესკორტით გაიყვანეს. სვილენსი ირწმუნება, რომ რუსეთის ფედერაცია ფარულად აწარმოებს ქარის ელექტროსადგურების ფუნქციონირებას ჩრდილოეთ ზღვაში.

მანამდე ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ განაცხადა, რომ რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ. გარდა ამისა, 20 თებერვლისთვის ნიდერლანდები აპირებდა სანქტ-პეტერბურგში საკონსულოს დახურვას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ფედერაცია დიპლომატიის საფარქვეშ ცდილობს ნიდერლანდებში დაზვერვის აგენტების შემოტანას. ნიდერლანდებმა ქვეყნიდან 17 რუსული დაზვერვის აგენტი გააძევა და ქვეყანამ ასევე შეწყვიტა რუსებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics