06:30 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 20:10:32, 755 ნახვა

პოლიტიკა
დურბინი სააკაშვილზე - მისი მდგომარეობა უარესდება, ყველას ჰუმანურობისკენ და უფლებების დაცვისაკენ მოვუწოდებ

მის სიტუაციას ყურადღებით ვადევნებ თვალყურს, მოვუწოდებ ყველას ჰუმანური მოპყრობისა და მისი უფლებების დაცვისკენ, - ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მისივე თქმით, ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ანგარიშებს კითხულობს და მისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქედან გამომდინარე ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები და მიეცეს მას შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა.  

"20 წელია, მე მას პირადად ვიცნობ. ადრე, როცა პრეზიდენტი იყო, ხშირად მსტუმრობდა. მის, ამ ბოლო სიტუაციას ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. არ მაქვს ინფორმაცია სამართლებრივი ბრალდებების შესახებ, არც სამედიცინო კუთხით ვარ ექსპერტი, რომ ამაზე ვისაუბრო. თუმცა ვკითხულობ ანგარიშებს ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. მოვუწოდებ ყველას ჰუმანური მოპყრობისა და მისი უფლებების დაცვისკენ. მას, როგორც ნებისმიერ პატიმარს, უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება", - განაცხადა დურბინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics