|
2023-02-20 19:20:50, 2109 ნახვა
პოლიტიკა
შაჰინი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი
ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელია დგას საქართველოს მხარდამხარ და რა თქმა უნდა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა შემაჯემებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ საქართველოს მთავრობას მოუწოდეს და ურჩიეს, რომ გააგრძელონ მხარდაჭერა და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპასთან დაახლოებაში მდგომარეობს. "რამდენიმე დღის წინ შესრულდა ერთი წლისთავი რუსეთის შეჭრისა უკრაინაში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში საქართველოში ყოფნა, რადგანაც საქართველომაც ზუსტად მსგავსი სიტუაცია გამოსცადა თავის თავზე 2008 წელს. ჩვენ გვქონდა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასთან, განვიხილეთ სტრატეგია, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. გვქონდა შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, პრეზიდედნტთან, პრემიერმინისტრთან და ამ ყველა შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელია დგას საქართველოს მხარდამხარ და მხარს უჭერს საქართველოს, ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა დღევანდელ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, ამ შეხვედრებზე მთავრობას, რომ გააგრძელონ ეს მხარდაჭერა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპასთან დაახლოებაში", - განაცხადა შაჰინმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)