|
2023-02-20 10:46:27, 1353 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი, ბიზნესის საკრედიტო პორტფელის მოცულობით, უმსხვილესი ბანკების სამეულშია
ბაზისბანკმა, გასული წლის განმავლობაში, ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა, შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია. 2022 წლის შედეგებით, ბაზისბანკის იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 324 მილიონი ლარით გაიზარდა და 1.21 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 37%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. "ბაზისბანკს, ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან და, შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ბიზნესის დაკრედიტების კუთხით, ჩვენი ბანკი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა ბაზარზე.“ - აღნიშნავს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიორგი გაბუნია. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შედეგებით, ბანკის მთლიანი აქტივები წინა წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2021 წელთან შედარებით გამსხვილდა 68%-ით და 2.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს. ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლების ზრდა, ბანკის სწორი პოლიტიკისა და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)