|
2023-02-20 09:42:27, 893 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - საქართველოში ციხის ტერიტორიაზე არ არსებობდა სახელმწიფო
„თუკი ჩვენ გამოვალთ ამ გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი ნაწილიდან და მივცემთ პოლიტიკურ შეფასებასაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ციხის ტერიტორიაზე არ არსებობდა სახელმწიფო, და ეს იყო, უბრალოდ, მავთულხლართებით შემოფარგლული ტერიტორია, სადაც აბრაზე იყო წარწერა, რომ აქ აღარ არსებობს სამართალი; დაემორჩილე იმას, რასაც გეტყვიან, თორემ აქედან გამოგასვენებენ",– ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქმეზე – „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ" – საუბრისას განაცხადა. „რაც შეეხება პასუხისმგებლობას, არსებობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულად უნდა აგოს პასუხი ადამიანმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამ კონკრეტულ დანაშაულზე. მაგრამ მეორე ნაწილი – ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, და მე არ წარმომიდგენია, რომ სახელმწიფოში მთავრობას და პასუხისმგებელ პირებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ციხეებში, მით უმეტეს, როცა აქ იყო 30 000 თუ მეტი პატიმარი და, ბუნებრივია, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ მათ. რა თქმა უნდა, ის, რაც ხდებოდა ციხის ტერიტორიაზე, პირდაპირ რეაქციაში იყო იმ მოვლენებთან, რაც მაშინ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხდებოდა; და მე ეს იმთავითვე ვთქვი, რომ მთლიანად ეს წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიყენებოდა, მათ შორის, პოლიტიკური შანტაჟისთვის; კერძოდ, იმისთვის, რომ ამ შეშინებულ ადამიანებს და მათ ახლობლებს არ გაებედათ და არ გამოეხატათ პროტესტი და, რა თქმა უნდა, როგორც არჩევნებში, ისე ყოველდღიურობაში მხარი დაეჭირათ ნაციონალური მოძრაობისთვის. წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა. თუ არ ჰქონდა, ეს არის მეორე დანაშაული, რომ, როდესაც მასობრივად ხდება ასეთი დანაშაულები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შენ უნდა აკონტროლებდე, და თუ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაქვს, ესეც არანაკლები დანაშაულია. შესაბამისად, ასეც და ისეც იმჟამინდელი ხელისუფლება პასუხისმგებელია როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად მთელ იმ სიტუაციაზე და ისტორიის სამარცხვინო ფურცელზე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)