|
2023-02-20 09:40:26, 758 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ეს ისტორიის მძიმე ფურცელი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავამუშავოთ
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ 2012 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო სამართლიანობის აღდგენა და არაერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა შეძლეს და იპოვეს სამართალი როგორც ადგილობრივ, ისე სტრასბურგის სასამართლოში და, საბედნიეროდ, არის არაერთი შემთხვევა, რომ მათ გაუჩნდათ რწმენა, რომ სახელმწიფოში არსებობს სამართალი. „შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ დანაშაულზეც, აქ გამოკვეთილი უნდა იყოს ყველა დამნაშავე პირი და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის შესაბამისად უნდა მოხდეს მათი გასამართლება. არის არაერთი შემთხვევა, და ეს ბოლო გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოსი – მოდი, ასე ვთქვათ – მთელი ამ პერიოდის შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა იმისთვის, რომ საზოგადოებამაც და ყველამ იცოდეს, თუ რა ხდებოდა რეალობაში. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად მრცხვენია იმისა, რომ ამ პერიოდში ასეთი არაადამიანური მოპყრობა არსებობდა ციხეში ადამიანების მიმართ. ეს ნამდვილად სამარცხვინოა და, როგორც გითხარით, ის კომპენსაცია, რომელიც ამ ადამიანს უნდა გადავუხადოთ, ის უნდა გადაიხადონ დღევანდელმა სახელმწიფომ და იმ ადამიანებმა, რომელთაც პიროვნულად არავითარი ბრალი არ მიუძღვით იმ დანაშაულში, მაგრამ სახელმწიფო არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს; შესაბამისად, ყველანი პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული, და ეს ისტორიის მძიმე ფურცელი კი, როგორც კიდევ ერთხელ უკვე ვთქვი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავამუშავოთ და, შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ არათუ მსგავსი, არამედ ასეთი სისტემური დანაშაულის მცირე ანასხლეტიც კი, არასდროს იხილოს ქართველმა საზოგადოებამ",- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)