|
2023-02-19 15:20:49, 970 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო ევროკავშირის წევრები იქნებიან
ყველა ევროპელი ლიდერი ამბობს ღიად, რომ უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები და პროცესი ღიაა, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად არის, თუმცა კავშირში წევრობა დამოკიდებულია იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ქვეყანას აქვს წარდგენილი. „არ ვიცი, რა არის სადებატო გაფართოებაზე. ვემზადებოდი უსაფრთხოების არქიტექტურაზე, გეოპოლიტიკურ ევროპაზე სასაუბროდ, როგორ გავუმკლავდეთ ომს, მაგრამ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა გაფართოებაზე იმაზე მეტი, რაც ევროპელმა ლიდერებმა, უმაღლესი თანამდებობის პირებმა უკვე თქვეს - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, წევრი ქვეყნების ლიდერებმა. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ ჩართულები არიან, ევროსტრუქტურებმა პროცედურები შეძლებისდაგვარად სწრაფად გიარეს, მაგრამ პროცედურები არსად წასულა. წარმოუდგენელია დახმარება პროცედურების გავლის გარეშე, წესები ადგილზეა და ის უნდა შესრულდეს. მე არ ვარ სპეციალისტი გაფართოების წესებსა და გზების საკითხებში, მაგრამ ყველა ევროპელი ლიდერი ამბობს ღიად და განმეორებით, რომ უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები და რომ პროცესი ღიაა. მოლოდინი არ გვაქვს, რომ ყველაფერი ერთ ღამეში მოხდება, ეს დამოკიდებულია მოთხოვნების შესრულებაზე“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით ჯოზეფ ბორელმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)