|
2023-02-19 14:25:52, 1204 ნახვა
მსოფლიო
მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ თურქეთში სამაშველო სამუშაოები სრულდება
დამანგრეველი მიწისძვრიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, თურქეთში სამაშველო სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ხელმძღვანელმა, იუნუს სეზერმა განაცხადა. მისი თქმით, ძირითადი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღეს ღამით დასრულდება. ისლამური ტრადიციის თანახმად, მიცვალებული რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნენ დაკრძალული. ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანის ერთ-ერთი ბოლო მცდელობისას, მიწისძვრიდან 12 დღის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ანტაკიის სამაშველო ადგილზე ნამსხვრევების გაწმენდა დაიწყეს. მაშველებმა განაცხადეს, რომ მაძიებელმა ძაღლებმა და თერმოკამერებმა ორი ადამიანის სიცოცხლის ნიშნები დააფიქსირეს, მაგრამ შუაღამის შემდეგ, სამაშველო სამუშაოები შეწყვიტეს. "არავინ არის ცოცხალი. მგონია, რომ ხალხის გადარჩენა აღარ შეგვიძლია", - თქვა AFAD-ის წევრმა, მუჯდათ ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მოსალოდნელია, რომ რიცხვი გაიზრდება. არც თურქეთს და არც სირიას ზუსტად არ უთქვამთ, რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაახლოებით 26 მილიონი ადამიანი თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)