|
2023-02-18 20:38:44, 1041 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - სააკაშვილის დაბრუნების მიზანი იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება
სააკაშვილის დაბრუნების მიზანი იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა კერძო კლინიკაში სააკაშვილისთვის მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას უზრუნველყოფს და მას აქვს ყველა პრივილეგია, რაც არ აქვს სხვა პატიმრებს. „მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე, პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს.ხალხმა მინდა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, პირველ ოქტომბერს, ზუსტად რომ ვთქვა და იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა, პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში, 8 თვეზე მეტია უკვე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს. თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი კლინიკიდან, თუ სჭირდება, რეალურად მკურნალობა, საქართველოში ჩამოიყვანონ, ესაა ჩემი პასუხი. ალბათ თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას. არავინ დგას კანონის ზემოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყოფილი პარლამენტარის ცემით და სხვების გათვალისწინებით. კერძო ტელევიზია „იმედში" შეიჭრა მის პერიოდში სპეცრაზმი და ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც ოდესიდან საქართველოში შემოვიდა, რომ რევოლუცია მოეხდინა. ეს არის ამბავი. მე არ მინდა ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პანელზე და ასეთი პასუხი მინდა გაგცეთ კითხვაზე,"- განაცხადა პრემიერმა.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)