06:38 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-18 18:53:33, 925 ნახვა

პოლიტიკა
აღვნიშნეთ ჩვენი საერთო ხედვა უფრო ძლიერი ევროპის შესახებ - ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.

ღარიბაშვილის თქმით, მას და ოლაფ შოლცს შორის ნაყოფიერი საუბარი შედგა, სადაც განხილული იქნა გერმანია-საქართველოს ახლო მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ხედვებს ეფუძვნება.

"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ გერმანია-საქართველოს ახლო მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა, რომელიც საზიარო ღირებულებებს ეფუძნება. 

ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი საერთო ხედვა უფრო ძლიერი ევროპის შესახებ და გადამწყვეტი მნიშვნელობის ქმედებების აუცილებლობა. საქართველო ევროკავშირის ერთგული მოკავშირეა" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics