2023-02-17 23:02:08, 9202 ნახვა
კულტურა
სან ფრანცისკოში US International Open Music Competition პიანისტმა სესილი სივსივაძემ I პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა
![]() ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ავცრლებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების IV კლასის მოსწავლე, სესილი სივსივაძემ აშშ-ში სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო კონკურზე ლაურიატის წოდება მოიპოვა. "ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების IV კლასის მოსწავლე, სესილი სივსივაძემ ქ. სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო კონკურსის „US International Open Music Competition“ სამ სხვადასხვა კატეგორიაში (Young Prodigy, Solo Romantic, Solo Contemporary) მოიპოვა I პრემია და ლაურეატის წოდება!" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 2022 წელს სესილი სივსივაძემ ესპანეთის საერთაშორისო ფესტივალი World Art Games - პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა, ამავე წელს არაბეთის გაერთიანებული ემირატების მეორე საერთაშორისო კონკურსი - პირველი საპრიზო ადგილი; ამერიკის შეერთებული შტატების მუსიკის მასწავლებელთა ეროვნული ასოციაციის მიერ გამართული საერთაშორისო ონლაინ ფესტივალი ოჰაიოს შტატში, ქალაქ ცინცინატში - ფესტივალის ლაურეატი; გასულ წელს სესილი სივსივაძემ ოთხ საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ლაურეატის წოდება: ამასთან, 2021 წლის ივლისში პიანისტმა სესილი სივსივაძემ მალტის საერთაშორისო პიანისტთა ონლაინ კონკურსზე “VII Valetta International Piano Competition” მოიპოვა გრან პრი
|
რედაქტორის რჩევით
ქალი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად ხდებიან ონლაინ თავდასხმის მსხვერპლნი. ვინ არის დამნაშავე?
ოცნების რეჟიმი ხრუშოვის და ბრეჟნევის გზას დაადგა, ნაზი შამანაურის შემდეგ მასწავლებლის ნინო დათაშვილის წამებას აპირებენ
ომი უკრაინაში![]() ზელენსკი- რუსეთი ვიტკოფის კრემლში ვიზიტის შემდეგ უფრო მეტად არის მიდრეკილი ცეცხლის შეწყვეტისკენ
![]() უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
|