|
2023-02-17 16:32:44, 1496 ნახვა
ეკონომიკა
„ჯი-თი მოტორსმა" საქართველოში BMW-ს და MINI-ს ახალი შოურუმი გახსნა
15 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხეივანზე „ჯი-თი მოტორსმა" BMW-ს და MINI-ს ახალი, დროებითი შოურუმი გახსნა. კომპანია ბრენდებს ოფიციალურად 2022 წლის 1 სექტემბრიდან წარმოადგენს. ღონისძიება გაიმართა ორ ეტაპად. დღისით დროებით შოურუმის ოფიციალური გახსნა და საღამოს საზეიმო ღონისძიება, რომლის დროსაც ასევე შედგა მე-7 სერიის ახალი მოდელის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ BMW GROUP-ის აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პრეზიდენტი - დოქტორ ტომას რინი, გაყიდვების ხელმძღვანელი - კონრად ბაუმგარტნერი, დილერ განვითარების გუნდის ხელმძღვანელი - დანიელ მეილერი და გაყიდვების ხაზის განვითარების დირექტორი - ფრან ვეიშაუპტი და ეკონომიკის სამინისტროს პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ხოლო საღამოს ღონიძიებას ასევე ესწრებოდა გერმანიის ელჩი საქართველოში ენრსტ პიტერ ფიშერი და თბილისის მერი კახა კალაძე.
აღსანიშნავია, რომ შოურუმი, რომელიც დ. აღმაშენებლის 216-ში გაიხსნა არის დროებითი, ხოლო, ახალი, ე.წ. L shape შოურუმი 2024 წელს, „თიბისის“ მხარდაჭერით გაიხსნება და ის იქნება ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელიც BMW-ს განახლებული კონცეფციის სტანდარტებით დაპროექტდება. „ჯი-თი მოტორსის" მიერ გაწეული ინვესტიცია, რომელიც აღნიშნული ბრენდების საქართველოში ოფიციალურად შემოსვლისთვის და ახალი შოურუმისთვის განხორციელდება შეადგენს 10 მილიონ დოლარს, ხოლო კომპანიის მიერ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 198-ს. „ჯი-თი მოტორსის" მიერ საქართველოში ოფიციალურად წარმოდგენილი საავტომობილო ბრენდებია ასევე: Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)