17:50 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 12:24:49, 1375 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესახებ რეზოლუცია მიიღო

„ალექსეი ნავალნის პატიმრობის არაადამიანური პირობების ბოლოდროინდელი გაუარესება“ - ევროპარლამენტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას მხარი 497 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, ხოლო 33-მა თავი შეიკავა.

"დაპატიმრების დღიდან ალექსეი ნავალნი არის წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და გარდა ამისა, მას არ ეწევა სათანადო სამედიცინო დახმარება. ცოტა ხნის წინ, როგორც ჩვენ შეგვატყობინეს ნავალნი გადაყვანილი იყო სამარტოო საკანში. მისი ადვოკატების განცხადებით, მისი ჯანმრთელობა უარესდება და ნავალნისთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონიათ ბოლო 8 თვის განმავლობაში. მზადდება ახალი სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ და შესაძლოა სასჯელის სახით მას კიდევ 35 წელი დაუმატონ. კრემლის რეჟიმის დამოკიდებულება პოლიტიკურ პატიმრებთან უბრალოდ არაჰუმანურია. ის წარმოაჩენს კრემლის რეჟიმის ნამდვილ სახეს, რაც არის აშკარა და სასტიკი ტირანია. დღეს კრემლს ორი მტერი ჰყავს, თავისუფლების მოყვარული უკრაინა და თავისუფლების მოყვარული რუსი ხალხი",- განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა

ევროპარლამენტარების თქმით, პუტინი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს, ხოლო რაც შეეხება ნავალნის, მას შესაბამის ექიმებთან მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

"ევროპარლამენტარები მოითხოვენ გაათავისუფლონ 2021 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატი, ალექსეი ნავალნი და ყველა სხვა მამაცი პოლიტპატიმარი რუსეთში, რომლებიც რუსული დემოკრატიისთვის იბრძვიან.

ისეთი პოლიტპატიმრების პატიმრობის პირობები, როგორიცაა ნავალნი, რომელსიც  არასათანადო მოპყრობის და წამების ჩათვლით დამატებით 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, უნდა შეესაბამებოდეს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. კერძოდ, ნავალნის უნდა მიეცეს მის მიერ არჩეულ ექიმებთან მკურნალობის საშუალება, წვდომა ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირს და დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება მკაფიო სტრატეგია, რათა მხარი დაუჭიროს გამარჯვებებს როგორც უკრაინისთვის, ასევე დემოკრატიისთვის რუსეთში, რაც ასევე იქნება ნავალნის გამარჯვება. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დაეხმარონ რუს უფლებადამცველებს, პროდემოკრატიულ აქტივისტებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ.

პარლამენტი აცხადებს, რომ პუტინი უნდა გაასამართლოს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის და მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, მიიღოს ზომები იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ომის წინააღმდეგ მომიტინგეების თვითნებურ დევნასა და წამებაში",-ვკითხულობთ რეზოლუციაში.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნის რუსეთის სასამართლომ 2021 წლის 2 თებერვალს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე მოაკლდა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

"ივ როშეს" საქმეზე დაკავებამდე ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის 2020 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს.

ამასთან, რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს.

მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა და ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

 

 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics