|
2023-02-17 09:07:12, 1085 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - აშშ-ის მიერ ჩამოგდებული ობიექტები ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო ბურთების პროგრამას არ უკავშირდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს არ გააჩნია მინიშნება იმისა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული სამი ობიექტი დაკავშირებულია ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო ბურთების პროგრამასთან. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული სამი მფრინავი ობიექტი, სავარაუდოდ, კერძო კომპანიებს, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებს ეკუთვნის. ”ჯერ არ ვიცით, ზუსტად რა იყო ეს სამი ობიექტი, მაგრამ ახლა არაფერი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ისინი დაკავშირებულია ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო ბურთების პროგრამასთან. დაზვერვის ამჟამინდელი შეფასება არის ის, რომ ეს სამი ობიექტი, სავარაუდოდ, იყო ბურთები მიბმული კერძო კომპანიებთან, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებთან, რომლებიც სწავლობენ ამინდს ან ატარებენ სხვა სამეცნიერო კვლევებს”, - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, მიმდინარე თვეში, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში 5 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. პირველი ბურთი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა, აშშ-მ 5 თებერვალს ჩამოაგდო. ჩინეთმა განაცხადა, რომ ბურთი მეტეოროლოგიური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, შეერთებულმა შტატებმა კი თქვა, რომ ობიექტი სათვალთვალო ხელსაწყო იყო.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)