|
2023-02-16 15:59:15, 911 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კანდიდატის სტატუსს ხელშესახები შედეგი არ მოაქვს - არ ვკარგავთ არც დაფინანსებას, არც მსგავს პრივილეგიებს
კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოებამ ისიც დაინახა, რომ სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, შენ არ კარგავ არც დაფინანსებას, არც მსგავს პრივილეგიებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, როგორც ქვეყნის მიმართ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, თუმცა, მისივე განმარტებით, ციფრებით მტკიცდება ის ფაქტი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ქვეყნებს საქართველოზე მეტი მატერიალური სარგებელი არ აქვთ. „ჩვენ დავამტკიცეთ ციფრებით, რომ არც ერთი ცენტით მეტი არ ეძლევა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. ანუ, კონკრეტულ მატერიალურ შედეგში არ არის გამოხატული კანდიდატის სტატუსი და ესეც გაიგო საზოგადოებამ. კანდიდატის სტატუსი თურქეთს აქვს 30 წელია, სერბეთს 10 წელიწადზე მეტია: რეალურად, მატერიალური შედეგი სტატუსს არ აქვს არც დასაქმების, არც დაფინანსების კუთხით. ის არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი განაცხადი ქვეყნის მიმართ, ამიტომაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ევროკომისიის ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უსამართლოდ არ მიიღო. „ყველამ დაინახა, რომ სრულიად უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ქულები დევს ხელის გულზე, საიდანაც ჩანს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი შარშანაც გვეკუთვნოდა და წელსაც გვეკუთვნის. თუ იქნება კიდევ ერთი უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, საზოგადოება ამასაც შეაფასებს.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)