|
2023-02-16 14:58:37, 1576 ნახვა
ეკონომიკა
სესხები ყველაზე ხელსაყრელი პირობებით
სესხის აღება მარტივი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ის ხშირად მრავალწლიან ვალდებულებებთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობა ოცნების ასასრულებლად კრედიტს იღებს, რათა მიზნების განხორციელებისთვის წლობით ლოდინი არ მოუხდეთ. საქართველოს ბაზარზე MBC ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით ლიდერ პოზიციას მრავალი წელია ინარჩუნებს. MBC სესხის პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს და ინდივიდუალური შემოსავლების გათვალისწინებით ისეთი ტიპის კრედიტს გირჩევთ, რომლის დაფარვასაც ზედმეტი სირთულეების გარეშე შეძლებთ. იპოთეკური სესხი დღესდღეობით, უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ამ მიზნის განხორციელებას ცოტა თუ ახერხებს. საკუთარი სახლის, ბინის, საოფისე ფართის, მიწის შესაძენად, რემონტისთვის, ან უძრავი ქონების არსებული ვალდებულებების დასაფარად იპოთეკური სესხის აღება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. იპოთეკური სესხი გრძელვადიანი კრედიტია, რომლის დახმარებით თქვენ დღესვე შეძლებთ ოცნების სახლის შეძენას, ან სხვა სამომხმარებლო მიზნის განხორციელებას და თანხას რამოდენიმე წლის განმავლობაში დაფარავთ. MBC შემოსავლებზე დაყრდნობით გადახდის კლებად გრაფიკს ადგენს. სესხის ყოველთვიური შენატანით როგორც ძირითადი თანხა ასევე პროცენტიც იფარება, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი რესურსები რაციონალურად გადაანაწილოთ და ვალდებულების შესრულება მძიმე ტვირთად არ დაგაწვეთ. სესხის ონლაინ განაცხადის გაკეთებიდან უახლოეს პერიოდში კომპანიის წარმომადგენელი სატელეფონო ზარის საშუალებით დაგიკავშირდებათ, დეტალურად აგიხსნით პროდუქტის პირობებს და შემდგომი პროცედურებისთვის უახლოეს ფილიალში დაგიბარებთ. ბიზნეს სესხი ბიზნეს სესხს საკუთარი საქმიანობის დასაწყებად, ან უკვე არსებულის გასაფართოვებლად იყენებენ. თუ საინტერესო იდეა გაქვთ, რომლის განსახორციელებლადაც საჭირო კაპიტალს არ ფლობთ, MBC-ის ბიზნეს სესხით უნდა ისარგებლოთ. ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე MBC-ში 500-დან 10000 ლარამდე კრედიტი გაიცემა, ხოლო, შესაბამისი უზრუნველყოფით, 2000-დან 100000 ლარამდე სესხი შეგიძლიათ მიიღოთ. კომპანია მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთათვის მოქნილი პირობების შეთავაზებაზე, ამიტომ სესხზე განაცხადი ონლაინ შეგიძლიათ გააკეთოთ. თანხის მიღებას კი მარტივად, მინიმალური დოკუმენტაციით უახლოეს მომსახურების ცენტრში შეძლებთ. MBC განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს. ამასთანავე, ამარტივებს სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან სესხის პორტირების პროცესსაც. კრედიტის ასაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ID ბარათი, ან პასპორტი), ფლობდეთ ბიზნესს ან იყოთ თვითდასაქმებული, უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში კი შესაბამისი უზრუნველყოფა. ავტო სესხი ავტო სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კრედიტია მთელ მსოფლიოში. MBC-ში მსგავსი ტიპის სესხის ასაღებად საჭიროა აკმაყოფილებდეთ რამდენიმე პირობას: იყოთ 20 წლის, ან უფროსი ასაკის, ფლობდეთ მინიმალურ დოკუმენტაციას - ID ბარათი, ან პასპორტი და მანქანის რეგისტრაციის მოწმობა. კომპანია გთავაზობთ ავტო სესხს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის დაფარვამდე ქონება თქვენს სახელზე რჩება და მარტივია მისი განკარგვის პროცესი. განსხვავებით ლიზინგისგან, როდესაც ვალდებულებების დაფარვამდე ქონების მფლობელი კომპანიაა. MBC ავტო სესხის გაცემისას განიხილავს ნებისმიერი ტიპის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და არ ითხოვს შემოსავლების დადასტურებას.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)