|
2023-02-16 13:11:32, 1022 ნახვა
პოლიტიკა
Bloomberg - Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა
Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ რაოდენობას წარმოადგენს. მგამოცემის ცნობითვე, ეს განცხადება იმის აღიარებაა, თუ რამდენი უჯდება იურიდიული დავა Credit Suisse-ს. "ქართველმა მაგნატმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა ბანკის ტრასტის ერთეულს 800 მილიონი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით და თქვა, რომ დაკარგა შემოსავალი, რომელსაც, მისი თქმით, წლების განმავლობაში გამოიმუშავებდა, თუ მისი ფული უსაფრთხოდ იქნებოდა დაბანდებული. პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის, კერძოდ იმ სქემის გამო, რომლის მიხედვითაც მან აიღო თანხა ივანიშვილის ანგარიშებიდან სხვა კლიენტების პორტფელებში მზარდი ზარალის დასაფარად",- ვკითხულობთ განცხადებაში გარდა ამისა, განცხადებაში არაფერია ნახსენები სინგაპურში მიმდინარე ახლანდელი დავის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის კერძო საბანკო სფეროში კლიენტი იყო. სწორედ, მაშინ გახდა ცნობილი რომ ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან. ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიაში რამდენიმე საჩივარი შეიტანა და „კრედიტ სუისის“ ბერმუდის შვილობილ კომპანიას უჩივლა. Credit Suisse-ი, დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი იყო წარმატებული თაღლითი ოპერატორი, რომელიც 2018 წელს სისხლის სამართლის წესით დამნაშავედ ცნეს და 2020 წელს ვადამდელი გათავისუფლების შემდეგ, თავი მოიკლა. ლესკოდრონის წინააღმდეგ შვეიცარიაში წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ ბანკი დამნაშავე მხარე იყო.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)