06:52 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 11:53:50, 888 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც რუსეთი ძალას იკრებს, საქართველოს საფრთხე ეზრდება და ამაზე ვსაუბრობდი, როგორ შეიძლება ეს ვინმემ წაიკითხოს გულშემატკივრობად

ღამის კურიერის ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მის მიერ გაკეთებული განხცადება განმარტა, სადაც იგი ბოლო ორი კვირის მანძილზე ფრონტის ხაზზე რუსეთის უპირატესობაზე საუბრობდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ფაქტზე მითითებით, მან წუხილი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხე ეზრდება საქართველოს.

"ომში იყო გარკვეული ეტაპი, როდესაც უკრიანამ მოახერხა გარდატეხის შეტანა და ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნეს, ეს იყო ხარკოვის და ხერსონის ოლქის ნაწილები. ეს ორთვენახევრის მანძილზე გაგრძელდა. უპირატესობა ჰქონდა უკრაინას ეს იყო ფაქტი მაშინ. ამის შემდეგ დგება ახალი წელი და იანვრიდან გაგრძელდა საომარი მოქმედებები. ნახეთ ნებისმიერი სანდო წყარო, იანვარ-თებერვალში უკრაინელებს დასახლებული პუნქტები არ აუღიათ და რუსეთმა ბევრი დასახლებული პუნქტი აიღო - ეს არის მოცემულობა რაც არის ფაქტი. 

როდესაც რუსეთი ძალას იკრებს, ამ შემთხვევაში საქართელოს საფრთხე ეზრდება და ამაზე ვსაუბრობდი, როგორ შეიძლება ეს ვინმემ წაიკითხოს გულშემატკივრობად?! 

აქედან ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის ცარიელი სიყალბე. ეს განცხადება იყო ჩემი წუხილი, ჩვენ ჩვენი ამბავი გვაწუხებს და წუხილია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მიმართ ინტერესი იზრდება, რომ ქვეყანა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. 

ამ დონის სიყალბე და სიცრუე ჩვენ არ გვიკვრის მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მე ვთქვი უტყუარი ფაქტი, რასაც ამბობს ბრიტანული დაზვერვა, ამერიკული დაზვერვა და ა.შ აქაც წუხილი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხე ეზრდება საქართველოს. ეს ვინმემ, როგორ შეიძლება აღიქვას როგორც გულშემატკივრობა?,- აცხადებს კობახიძე. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics