|
2023-02-16 09:26:46, 990 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის 13 კომპანია, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტ მწარმოებელთან ერთად, მასშტაბურ გამოფენაში „VinExpo Paris" მონაწილეობდა
„მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობით, ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობა იზრდება, რაც მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და პოტენციური იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს, ღვინის კომპანიები აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ ქართულ საუკეთესო ღვინოებს", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „VinExpo Paris", ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა. სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტმა მწარმოებელმა საკუთარი პროდუქცია გამოფენის ათასობით ვიზიტორს გააცნო. VinExpo Paris-ზე, ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. „ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო 2022 წლის მოსავლის ღვინოების დაგემოვნება. გამორჩეული იყო სხვადასხვა მწარმოებლის საფერავის ღვინოები. აღსანიშნავია ღვინოების მაღალი ხარისხი და ჯიშების მრავალფეროვნება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. განსაკუთრებით აღვფრთოვანდი ქვევრის ქარვისფერი ღვინოებით, რომლის ხარისხსაც ახლა რენესანსის პერიოდი აქვს", - აღნიშნა ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა. მათივე ცნობით, გამოფენის პარალელურად, სადეგუსტაციო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები, რაც ხელს უწყოდა უფრო მეტი პროფესიონალი ვიზიტორის დაინტერესებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სადეგუსტაციო სივრცეში, 2022 წლის აშშ-ის საუკეთესო სომელიეს, ვალერია გამპერის (Valeria Gamper) მიერ წარმოდგენილი იყო „მეღვინეობა იყალთოს" ღვინო „ქვევრის ქისი". გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი დაესწრო.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)