|
2023-02-15 23:57:37, 1714 ნახვა
ომი უკრაინაში
ლოიდ ოსტინი - ისტორია უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, NATO-ს წევრების თავდადებასა და სიძლიერეს დაიმახსოვრებს
ისტორია უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, NATO-ს წევრების თავდადებასა და სიძლიერეს დაიმახსოვრებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისივე თქმით, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც პუტინი გეგმავდა, ის ელოდა, რომ უკრაინა და მსოფლიო დანებდებოდა, თუმცა ისტორიაში სრულიად სხვა რამ ჩაიწერება. "რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრიდან უკრაინაში თითქმის ერთი წელი გავიდა. თითქმის ერთი წელია, პუტინის ომის არჩევანმა ევროპას უსაფრთხოების კრიზისი მოუტანა. პუტინი მხოლოდ თავს კი არ დაესხა სუვერენულ, მშვიდობიან, დემოკრატიულ, გაეროს წევრ სახელმწიფოს, ასევე დაემუქრა კანონების და უფლებების სისტემას, რომელიც აძლიერებს ევროპას, უკვე 70 წელია. თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც პუტინი გეგმავდა. ის ელოდა, რომ უკრაინა და მსოფლიო დანებდებოდა, თუმცა ისტორიაში სულ სხვა რამ ჩაიწერება. ისტორია უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, NATO-ს წევრების თავდადებასა და სიძლიერეს დაიმახსოვრებს", - განაცხადა ოსტინმა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)