|
2023-02-15 22:55:50, 1077 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე რეზოლუციზე - ასეთი გადაწყვეტილება, მე პირდაპირ ვიტყვი, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა
ასეთი გადაწყვეტილება, მე პირდაპირ ვიტყვი, შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიღებულ რეზოლუციას. მისივე თქმით, საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ევროპარლამენტარები და ამ ცვლილებების ინიციატორები "შეგნებულად" მფარველობენ დამნაშავეებსა და დამნაშავე პოლიტიკურ ძალას იმიტომ, რომ მათ კონკრეტული ინტერესი აქვთ. "საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ეს არის ფაქტი. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ აბსურდულ ჩანაწერებს მოგვიანებით არ იზიარებს არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო. ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც. რა სჭირს ევროპარლამენტს, არ ვიცი, ახლა. მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ჩვენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით და აქცენტს ვაკეთებდით, მაგალითად, კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე. მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ასეთი გადაწყვეტილება, მე პირდაპირ ვიტყვი, შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო მაშინ რაც ხდებოდა, გადაიცემოდა მაშინ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა დღეს და იგივე მოხდა წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში, ეს არის სრული კატასტროფა", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)